ქაბულში გაეროს წარმომადგენლებს თავს დაესხნენ- არის მსხვერპლი
- მსოფლიო
- 22.01.2018
- 14:35
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შეიარაღებული პირები გაეროს წარმომადგენლებს თავს დაესხნენ. ამის შესახებ Khaama Press -ი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, გაეროს თანამშრომელი ქალი კი მძევლად აიყვანეს. პოლიციამ ინციდენტის გამოძიება დაიწყო, დაკავებულია ერთი ადამიანი.
ტელეარხ Tolo News-ის ცნობით, უცნობმა პირებმა ქალი ბავშვთან ერთად გზიდან გაიტაცეს. ბოროტმოქმედების მიზანი უცნობია, ამის გარდა, სააგენტოს ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200