ხანძარს შვიდი ბავშვი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 22.01.2018
- 16:37
შვიდი ბავშვი დაიღუპა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ხანძრის შედეგად. ინციდენტი ფუჯეირას საემიროში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მოხდა.
ყველა გარდაცვლილი ერთი ოჯახის წევრია. სიკვდილი კვამლით გაგუდვამ გამოიწვია.
პოლიცია ბავშვების დედამ დილით ადრე გამოიძახა. ქალი კვამლის სუნმა გააღვიძა. ბავშვები სახლში ჩაიკეტნენ და გარეთ ვეღარ გამოაღწიეს.
როდესაც შემთხვევის ადგილზე სახანძრო ბრიგადა და პოლიცია მივიდა, ბავშვები - სამი ბიჭი და ოთხი გოგონა უკვე გარდაცვლილები იყვნენ, ყველაზე უფროსი 13 წლის იყო, უმცროსი კი - ხუთის. ხანძრის მიზეზები დგინდება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200