აზერბაიჯანის სუს-ის მიერ დაკავებული დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი საქართველოს მოქალაქეა
- სამართალი
- 22.01.2018
- 16:46
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დაჯგუფების წევრები დააკავეს, რომლებმაც 2017 წელს ქვეყნიდან კონტრაბანდული გზით 80 მილიონ დოლარზე მეტი, 5 მილიარდ რუბლზე მეტი და 248 ათას ევროზე მეტი თანხა გაიტანეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიები ღონისძიებების შედეგად გამოვლენილი დანაშაულებრივ ჯგუფში ერთ-ერთი წევრი საქართველოს, სამი აზერბაიჯანის და კიდევ სხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ.
ისინი ე.წ. შავ ბაზარზე" ვალუტის ალტერნატიული რეალიზებით იყვნენ დაკავებულები. უწყების ცნობით, ჯგუფის დანაშაულებრივი ქმედება აღიკვეთა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200