png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

რეზოლუციის პროექტმა აქცენტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგზე უნდა გააკეთოს - ჩუგოშვილი

  • კომენტარები
  • 23.01.2018
  • 10:52
რეზოლუციის პროექტმა აქცენტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგზე უნდა გააკეთოს - ჩუგოშვილი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის საკითხის კიდევ ერთხელ წამოწევას გეგმავს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს დელეგაციის ხელძღვანელმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა  განუცხადა. მისი თქმით, ადამიანის უფლებათა კომისრის პოსტზე წარდგენილ ერთ-ერთ კანდიდატურასთან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობა საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

„ინიცირებული გვაქვს რეზოლუციის პროექტი, რომელმაც აქცენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგზე უნდა გააკეთოს.  გვსურს ამ საკითხს საპარლამენტო ასამბლეაში კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი. ბატონ ლებორნს კითხვა დავუსვით სწორედ ოკუპირებული ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მონიტორინგის აუცილებლობასთან დაკავშირებით. ის სრულიად იზიარებს, რომ ერთ-ერთი  მთავარი გამოწვევა იქნება ე.წ. ნაცრისფერ ზონებში, ევროსაბჭოს ტერიტორიაზე, ადამიანის უფლებების მდგომარეობის შეფასება. პირობა მოგვცა, რომ მისთვის პრიორიტეტი იქნება ნაცრისფერი ზონები, სადაც ადამიანის უფლებების კუთხით ეფექტური მონიტორინგი ამ ეტაპზე არ ხდება",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სასესიო მუშაობაში მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები: სოფიო ქაცარავა, ეკა ბესელია, ირინე ფრუიძე, ზვიად კვაჭანტირაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, დავით ბაქრაძე და  გიორგი კანდელაკი იღებენ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge