png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

შსს-მ დაგეგმილი რეფორმების განხორციელება, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნით დაიწყო - გიორგი გახარია

  • კომენტარები
  • 23.01.2018
  • 12:43
 შსს-მ დაგეგმილი რეფორმების განხორციელება, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნით დაიწყო - გიორგი გახარია

შსს-მ დაგეგმილი რეფორმების განხორციელება, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნით დაიწყო, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

„განვაცხადეთ და დავდეთ პირობა, რომ  შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის რეფორმირება დაიწყება თანმიმდევრულად. დავთქვით კონკრეტული თარიღები. დღეს ვასრულებთ ამ დაპირებას, ზუსტად ერთი თვის თავზე წარვადგენთ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაციას. ზუსტად ასევე , სხვა მიმართულებებით, სტრუქტურული რეფორმების და შინაარსობრივი ნაწილის რეფორმირების წარმოდგენილი იქნება უახლოეს მომავალში, როგორც დაგპირდით. სტრუქტურულ ნაწილში რეფორმირება შეეხება კრიმინალურ პოლიციას, სასაზღვრო პოლიციას და გაგრძელდება საპატრულო პოლიციით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ შინაარსობრივი ნაწილი რეფორმის და რეფორმირების ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია. რომელიც ეხება საგამოძიებო ინსტიტუტების ხარისხის გაზრდას, ტექნოლოგიების დანერგვას, ინოვაციების შემოტანას საგამოძიებო კომპონენტში და რა თქმა უნდა პრევენციასა და ანალიზზე დაფუძნებულ პოლიციას.

ეს არის ძირითადი მიმართულებები, რომელზეც მუშაობა დაწყებულია. როგორც დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარდგენით დავიცავით ვადა, ისე დავიცავთ სხვა შემთხვევაშიც“, - აღნიშნა მინისტრმა ახალი დეპარტამენტის პრეზენტაციაზე.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge