png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

კახა კალაძე ლილოს ნაგავსაყრელზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო

  • საზოგადოება
  • 23.01.2018
  • 13:52
 კახა კალაძე ლილოს ნაგავსაყრელზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო.  თბილისის მერის განცხადებით, ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტიდან დაახლოებით 17 მლნ ლარი გამოიყო.

მისივე თქმით, ღონისძიებები გარემოსდაცვითი სტანდარტებისა და ტექნოლოგიური უსაფრთხოების სრული დაცვით განხორციელდება და ყველა ის პრობლემა მოწესრიგდება, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებს.

„ლილოს ნაგავსაყრელი ზოგადად, ჩვენი ქალაქისთვის, განსაკუთრებით კი,  ადგილობრივი მოსახლეობისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. გასატარებელია მთელი რიგი ღონისძიებები და პროექტები. წელს, ბიუჯეტიდან დაახლოებით, 17 მლნ ლარი არის გამოყოფილი იმისთვის, რომ რამდენიმეეტაპიანი სამუშაო განხორციელდეს. პირველ რიგში, უნდა მოხდეს ნაგავსაყრელის პრობლემური უჯრედების დახურვა, კონსერვაცია და გაზშემკრების მოწყობა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია გრუნტის წყლების გაფილტვრითი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომლის დასრულების შემდეგ, მეთანის სუნის პრობლემა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, მოგვარებული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მიმდინარე წელს, ნაგავსაყრელის ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები პოლიგონზე უსაფრთხოების ზომების მიღებას, თანამედროვე სტანდარტების გაზშემკრები და წყლის ფილტრაციის სისტემების მოწყობას ითვალისწინებს, რის შემდეგაც, ნარჩენების ტერიტორიაზე აკუმულირებული მეთანი მოსახლეობისთვის უსაფრთხო გახდება.

კახა კალაძე ლილოს ნაგავსაყრელზე თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძესთან და „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავასთან ერთად იმყოფებოდა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge