ალასკაზე ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
- მსოფლიო
- 23.01.2018
- 14:44
8,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა ალასკის სამხრეთ სანაპიროსთან, კადიაკიდან 278 კმ-ის დაშორებით. ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური იუწყება.
გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე, ალასკის გარდა ცუნამი ასევე ემუქრება კანადის ბრიტანული კოლუმბიის პროვინციის ცენტრალურ სანაპიროებსა და კუნძულ ვანკუვერის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს.
არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე საათის შემდეგ „დიდმა ტალღამ“ ჰავაის კუნძულებამდეც მიაღწიოს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200