მსხვილი ინდური კომპანია იმერეთში ადგილობრივ მწარმოებლებს შეხვდა
- ეკონომიკა
- 23.01.2018
- 17:25
23 იანვარს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინიციატივით, სამკერვალო და ტყავის ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანიები ქალაქ ქუთაისში, მსხვილი ინდური კომპანიის „BREEZE“-ის ხელმძღვანელობას შეხვდნენ.
ღონისძიება იმერეთის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის ოფისში შედგა. შეხვედრაზე განხილული იქნა მსუბუქი მრეწველობის დარგში ქართული და ინდური კომპანიების თანამშრომლობის პერსპექტივები (ერთობლივი საწარმოების შექმნა, ტყავის, ქსოვილის, ფურნიტურის მოწოდება და სხვ.).
ღონისძიების ფარგებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის იმერეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ემზარ ღვინიანიძემ კომპეტენციის ფარგლებში ქართულ–ინდური ბიზნეს-საქმიანობის განვითარების ხელშეწყობის მზადყოფნა გამოთქვა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200