Save the Children-ის ოფისზე თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა
- მსოფლიო
- 25.01.2018
- 10:50
ავღანეთის ქალაქ ჯელალაბადში საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children-ის ოფისზე თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა.
მანამდე ვრცელდებოდა ცნობა 3 დაღუპულისა და 24 დაშავებულის შესახებ. გადარჩენილია ოფისის 40-ზე მეტი თანამშრომელი.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი შენობის კართან გუშინ აიფეთქა, რის შემდეგაც ოფისის ტერიტორიაზე შეიარაღებული ჯგუფი შეიჭრა.
საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children-ი ბავშვების უფლებების დაცვით არის დაკავებული. მისი შტაბ-ბინა ლონდონშია განთავსებული. თავდასხმასთან დაკავშირებით ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ვღანეთში თავის საქმიანობას წყვეტს.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200