png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს პრეზიდენტმა 2017 წელს 831 მსჯავრდებული შეიწყალა

  • პოლიტიკა
  • 25.01.2018
  • 12:05
საქართველოს პრეზიდენტმა 2017 წელს 831 მსჯავრდებული შეიწყალა

შეწყალების კომისიის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2017 წელს 831 მსჯავრდებული შეიწყალა. 

თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი კი შეუმცირდა 291 მსჯავრდებულს, აქედან, 9 ქალსა და 4 არასრულწლოვანს.1 მსჯავრდებული პირობით ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლდა.

2013 წლის 20 ნოემბრიდან დღემდე ჩატარებულია შეწყალების საკითხთა კომისიის 12 სხდომა, ხოლო 2017 წელს შეწყალების საკითხთა კომისიის 5 სხდომა გაიმართა.

კომისიის ინფორმაციით:

2017 წლის 16 თებერვლიდან 21 თებერვლის ჩათვლით პერიოდში შეწყალების საკითხთა კომისიამ განიხილა 890 პირის საქმე. შეწყალების საკითხთა კომისიის ზემოაღნიშნულ პერიოდში მუშაობის შედეგად 2017 წლის 1-ელ მარტს საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ იქნა 157 მსჯავრდებული. უფრო კონკრეტულად კი, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 93 მსჯავრდებული, აქედან 6 ქალბატონი მსჯავრდებული და 1 არასრულწლოვანი მსჯავრდებული. შეწყალების აქტით თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 64 მსჯავრდებულს, აქედან 2 ქალბატონ მსჯავრდებულს.

2017 წლის 4 აპრილიდან 6 აპრილის ჩათვლით პერიოდში შეწყალების საკითხთა კომისიის მიერ განხილულ იქნა 579 პირის საქმე. შეწყალების საკითხთა კომისიის ზემოაღნიშნულ პერიოდში მუშაობის შედეგად 2017 წლის 12 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ იქნა 91 მსჯავრდებული. კერძოდ, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 62 მსჯავრდებული, აქედან 3 ქალბატონი მსჯავრდებული. ამასთან, შეწყალების აქტით თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 29 მსჯავრდებულს, აქედან 1 ქალბატონ მსჯავრდებულს. 

2017 წლის 20 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით პერიოდში შეწყალების საკითხთა კომისიამ განიხილა 1073 პირის საქმე. ზემოაღნიშნულ პერიოდში შეწყალების საკითხთა კომისიის მუშაობის შედეგად 2017 წლის 6 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ იქნა 170 მსჯავრდებული. კერძოდ, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 120 მსჯავრდებული, აქედან 8 ქალბატონი მსჯავრდებული. ამასთან, შეწყალების აქტით თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 49 მსჯავრდებულს, აქედან 1 ქალბატონ მსჯავრდებულს. 1 მსჯავრდებული გათავისუფლდა პირობით ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.

2017 წლის 27 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში შეწყალების საკითხთა კომისიის მიერ განხილულ იქნა/მოხსენდა ინფორმაციის სახით 1406 პირის საქმე. ზემოაღნიშნულ პერიოდში შეწყალების საკითხთა კომისიის მუშაობის შედეგად 2017 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ იქნა 226 მსჯავრდებული. კერძოდ, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 141 მსჯავრდებული, აქედან 12 ქალბატონი მსჯავრდებული. ამასთან, შეწყალების აქტით თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 85 მსჯავრდებულს, აქედან 1 ქალბატონ მსჯავრდებულს და 2 არასრულწლოვან მსჯავრდებულს.

2017 წლის 14 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში შეწყალების საკითხთა კომისიის მიერ განხილულ იქნა 1182 პირის საქმე. ზემოაღნიშნულ პერიოდში შეწყალების საკითხთა კომისიის მუშაობის შედეგად 2017 წლის 27 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ იქნა 187 მსჯავრდებული. კერძოდ, აქედან შეწყალების აქტი შეეხო 12 ქალბატონ მსჯავრდებულს და 3 არასრულწლოვან მსჯავრდებულს. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 123 მსჯავრდებული, აქედან 8 ქალბატონი მსჯავრდებული და 1 არასრულწლოვანი მსჯავრდებული. შეწყალების აქტით ვადიანი და უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 64 მსჯავრდებულს, აქედან. 4 ქალბატონ მსჯავრდებულს და 2 არასრულწლოვან მსჯავრდებულს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge