წყალდიდობა პარიზში (ფოტოკოლაჟი)
- მსოფლიო
- 25.01.2018
- 15:25
პარიზში წყალდიდობამ ტურისტების გეგმები შეცვალა. ქალაქში დაკეტილია რამდენიმე სარკინიგზო სადგური, არ ხორციელდება კრუიზები სენაზე, შეჩერებულია დიდი მუზეუმების, მათ შორის ლუვრის მუშაობაც. ამის შესახებ ჟურნალი Conde Nast Traveler- წერს.
გავრცელებული ცნობით, მდინარე სენამ ხუთი მეტრით აიწია და მისი სიმაღლე საათში 1-2 სმ-ით იზრდება. დაიტბორა სანაპიროს მიმდებრე ქუჩები.
ლუვრში მიღებულია საგანგებო ზომები, რათა ექსპონატები წყალმა არ დააზიანოს.
მსგავსი სიტუაცია პარიზში 2016 წელსაც იყო, როდესაც გადაუღებელი წვიმების შედეგად მდინარე სენას დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა.













ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200