png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

სახალხო დამცველი ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას ეხმიანება

  • საზოგადოება
  • 25.01.2018
  • 16:32
 სახალხო დამცველი ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას ეხმიანება

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს ნარკოტიკების ეროვნული პლატფორმის მიერ შემუშავებული კანონის პროექტის განხილვა და მიღება მოხდეს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში.

ომბუდსმენის განცხადებით, ნარკოტიკების მოხმარება საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხია, შესაბამისად მის წინააღმდეგ საბრძოლველად არ უნდა გამოიყენებოდესმხოლოდ სისხლის სამართლებრივი მექანიზმები.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 23 იანვარს ბრალდებულ გ.გ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. იმავე დღეს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც საუბარია გ.გ.-ს მიერ შესაძლო სხვა დანაშაულში თანამონაწილეობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე არ არის ხელმისაწვდომი განაჩენის სამოტივაციო ნაწილი, სახალხო დამცველი მაინც საჭიროდ მიიჩნევს გამოეხმაუროს აღნიშნულ საქმეს.

სამწუხაროდ, არსებულმა რეპრესიულმა ნარკოპოლიტიკამ ვერ გამოიღო შედეგი და და ნაროკამოკიდებულება კვლავ უმწვავეს პრობლემად რჩება საქართველოში, რასთან ბრძოლაც კომპლექსური ღონისძიებების გატარებას მოითხოვს. არაერთ განცხადებაში და ანგარიშში აღუნიშნავს საქართველოს სახალხო დამცველს რეპრესიული კანონმდებლობის და პრაქტიკის შეცვლის აუცილებლობაზე ნარკოტიკებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილება საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელები, რომლებიც შეეხება მოქმედი ნარკოტესტირების მოდელის  და ნარკოტიკების მომხარებლისთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდების არაკონსტიტუციურობას. იმედს ვიტოვებთ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს გადაწყვეტილებას, რადგან არსებითი განხილვა ორივე საქმეზე დასრულებულია.

ადამიანის უფლებების თვალსაზრისით გ.გ.-ს საქმე განსაკუთრებით პრობლემურად წარმოაჩენს მოქმედ მკაცრ და რეპრესიულ რეგულირებებს სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოტიკებთან დაკავშირებით. გასაღების მიზნის გარეშე, 0,3726 გ შემცველობის ნივთიერების შეძენა შენახვის გამო განსაზღვრული პასუხისმგებლობა - რომლის მინიმალური ზღვარი არის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ზედმეტად მკაცრი და არაპროპორციული სასჯელია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ საკუთარი ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, თავისუფლების აღკვეთის გამოყენება აუხსნელი და გაუმართლებელია. თავისუფლების აღკვეთის გამოყენება მაშინ, როდესაც არ არსებობს სხვების ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების ან გასაღების რისკი, აშკარად სასტიკ და არაადეკვატურ სასჯელს წარმოადგენს.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს და მის ინდივიდუალურ წევრებს მოახდინონ საკითხის პრიორიტეტიზაცია და ნარკოტიკების ეროვნული პლატფორმის მიერ შემუშავებული კანონის პროექტის განხილვა და მიღება მოხდეს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში. გარკვეული ქმედებების დეკრიმინალიზაციისა და პოლიტიკის ცვლილების პარალელურად, მნიშვნელოვანი და აუცილებელი იქნება სამედიცინო სერვისების განვითარება, რისთვისაც შესაბამისი დრო იქნება საჭირო და აუცილებელია მალევე დაიწყოს მოსამზადებელი სამუშაოები.

სახალხო დამცველი ყოველთვის ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ აუცილებელია ქვეყანამ ჰუმანური ნარკოპოლიტიკა განახორციელოს და სადამსჯელო ღონისძიებების გატარებაზე მეტად რესურსები რეაბილიტაციასა და მკურნალობისაკენ მიმართოს. ნარკოტიკების მოხმარება საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხია, შესაბამისად მის წინააღმდეგ საბრძოლველად არ უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ სისხლის სამართლებრივი მექანიზმები", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge