png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ანა ნაცვლიშვილმა ბათუმში, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ“ კანონზე დისკუსია გამართა

  • პოლიტიკა
  • 25.01.2018
  • 17:52
 ანა ნაცვლიშვილმა ბათუმში, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ“ კანონზე დისკუსია გამართა

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში რეგიონის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილი მოტივირებული შენიშვნების შესახებ დისკუსია გამართა.

ანა ნაცვლიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ვეტოს არგუმენტები გააცნო და იმ რისკებზე ისაუბრა, რომელიც შესაძლოა, ცვლილებების ძალაში შესვლას  მოჰყვეს.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ორი მთავარი გარანტია სჭირდება  - პოლიტიკური და ფინანსური გავლენებისგან დამოუკიდებლობა. პრეზიდენტის ვეტო კი, იმ  ორ მნიშვნელოვან  არგუმენტს ეფუძნება, რომელიც საფრთხეს უქმნის ძალიან მნიშვნელოვან საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ სიკეთეებს.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, თუ ეს კანონპროექტი ამ ფორმით შევა ძალაში და გახდება კანონი, ის საფრთხეს შეუქმნის ერთი მხრივ, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დამოუკიდებლობას - და მეორე მხრივ, მედიამრავალფეროვნებას. ასევე, სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს შეუქმნის კომერციულ მაუწყებლებს და მედიასაშუალებებს, რაც დააზიანებს მედიაპლურალიზმს და შეზღუდავს საზოგადოების წვდომობას მრავალფეროვან ინფორმაციასთან.

,,მეორე მნიშვნელოვანი არგუმენტი, რის გამოც პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლებამოსილება, ეს არის სერიოზული კორუფციის რისკები გაჩენა, რასაც ეს კანონი ხელს შეუწყობს.

ამ ეტაპზე მოაზრებულია, რომ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მხრიდან განსახორციელებელი შესყიდვების საკმაოდ დიდი ნაწილი აღარ დაექვემდებაროს იმ რეგულაციებს, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვებთან მიმართებაში დღეს მოქმედებს.

ბუნებრივია, ჩვენ გვესმის, რომ შესაძლოა მაუწყებლობის მხრიდან განსახორციელებელ შესყიდვებს გარკვეული თავისებურებები ახასიათებდეს, თუმცა ეს არ ამართლებს იმას, რომ ბიუჯეტის თანხების განკარგვა ხდებოდეს ყოველგვარი წესების და რეგულაციების გარეშე” - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა დაადო ვეტო ამ კანონს და იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი მიუბრუნდება ვეტოს განხილვისას ერთხელ სიღრმისეულად იმსჯელებს, გაიაზრებს ყველა იმ რისკს, რომელსაც კანონპროექტი ქმნის და არ მიიღებს ვეტოს დაძლევის გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი, უკან გადადგმული ნაბიჯი, როგორც მედიაგარემოს, ასევე ანტიკორუფციული ბრძოლის მიმართულებით.

მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით ანა ნაცვლიშვილმა შეხვედრის მონაწილეთა კითხვებსაც უპასუხა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge