png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გადადგეს გომელაურის კლანი თავისი სპეცრაზმით - მალხაზ მაჩალიკაშვილი

  • კომენტარები
  • 26.01.2018
  • 17:30
გადადგეს გომელაურის კლანი თავისი სპეცრაზმით - მალხაზ მაჩალიკაშვილი

აღიარონ თემირლანის უდანაშაულობა და გადადგეს გომელაურის კლანი თავისი სპეცრაზმით, - აცხადებს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი. ის პანკისის მოსახლეობის საგანგებო მიმართვას ეთანხმება და აცხადებს, რომ მისი შვილის  უდანაშაულობა უნდა იქნეს აღიარებული.

„ჩემი მოთხოვნაა, რომ ჩემს შვილს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი, მოშორდეს ეს ლაქა და დაღი, რომელიც დაადეს. აღიარონ თემირლანის უდანაშაულობა. ასევე გადადგეს გომელაურის ეს კლანი თავისი სპეცრაზმით. მერე მთელი ეს ბანდა წარდგნენ სასამართლოს წინაშე“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ის მთავარ პროკურორთან შეხვედრას და არსებულ კითხვებზე პასუხებს მოითხოვს. მისივე თქმით, ოჯახს ამ დრომდე სახელმწიფო უწყებებიდან არავინ დაკავშირებია.

როგორც ცნობილია, მალხაზ მაჩალიკაშვილი სუსის ხელმძღვანელთან, ვახტანგ გომელაურთან შეხვედრასაც ითხოვდა.

პანკისის ხეობის მოსახლეობამ დუისში, თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში საგანგებო განცხადება გააკეთა და მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრა მოითხოვა. 

მათი განცხადებით, უმჯობესი იქნება შოთაძე პირადად ჩავიდეს ხეობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პროკურატურაში თავად გეგმავენ ჩასვლას.

უხუცესების განცხადებით, გამოძიება ჭიანურდება და არსებულ კითხვებს მაქსიმალურად სწრაფად უნდა გაეცეს პასუხი. 

შეგახსენებთ, თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისში სპეცოპერაციის დროს დაიჭრა დაუგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, 11 იანვარს კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge