ქაბულში სამხედრო აკადემიას თავს დაესხნენ - არის მსხვერპლი
- მსოფლიო
- 29.01.2018
- 09:38
ქაბულში სამხედრო აკადემიაზე თავდასხმას ორი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა, დაჭრილია კიდევ 10 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, შეტაკება ისევ გრძელდება.
მედიის ცნობით, მებრძოლთა ჯგუფმა აკადემიაზე იერიში მიიტანა. უსაფრთხოების ძალებმა სასწავლების მიმდებარე გზები გადაკეტეს. აკადემიის ტერიტორიაზე ისმოდა სროლისა და აფეთქებების ხმა.
მედიისვე ინფორმაციით, სულ ხუთი თავდამსხმელი იყო. ორმხრივი სროლის შედეგად სამი მებრძოლის ლიკვიდაცია მოხდა, ერთი კი დააკავეს. ამ დროისათვის მეხუთე თავდამსხმელი წინააღმდეგობის გაწევას განაგრძობს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200