ანჯელინა ჯოლი იენს სტოლტენბერგს შეხვდა
- მსოფლიო
- 31.01.2018
- 17:14
ჰოლივუდის მსახიობი და გაეროს უმაღლესი კომისრის საგანგებო ელჩი ლტოლვილთა საკითხებში ანჯელინა ჯოლი ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა.
იენს სტოლტენბერგმა ანჯელინა ჯოლის საზოგადოებაში ქალთა როლის გაძლიერებისა და სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლისათვის მადლობა გადაუხადა.
ნატო-ს შტაბბინაში ვიზიტისას ალიანსის წარმომადგენლებმა და მსახიობმა სექსუალური და გენდერული ძალადობის პრევენციის კუთხით ნატო-ს მნიშვნელოვან როლზე გაამახვილეს ყურადღება. ანჯელინა ჯოლი იორდანიაში მის ვიზიტსა და სირიის კრიზისაც შეეხო.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200