png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

როგორი იქნება მომხმარებლების ქცევა? თამბაქოს ინდუსტრიას უჭირს განსაზროს შეუმცირდება თუ არა გაყიდვები

  • ეკონომიკა
  • 20.11.2015
  • 13:49
როგორი იქნება მომხმარებლების ქცევა? თამბაქოს ინდუსტრიას  უჭირს განსაზროს შეუმცირდება თუ არა გაყიდვები

2015 წელს თამბაქოზე აქციზის გადასახდის 2-ჯერ ზრდა თამბაქოს ინდუსტრიას გაყიდვები არ შეუმცირა, თუმცა მომხმარებელთა ნაწილი მაღალი საფასო სეგმენტიდან შედარებით დაბალი საფასო სეგმენტის თამბაქოს მოხმარებაზე გადავიდა. როგორც JTI Caucasus-ის კორპორაციულ საკითხთა და კომუნიკაციების დირექტორი ივანე ხასია განმარტავს, ამ ეტაპისთვის ძნელია იმის თქმა, თუ რა ზემოქმედება ექნება აქციზის ზრდას გაყიდვებზე და როგორი იქნება მომხმარებლების ქცევა.

„თუმცა წლევანდელ წელს თუ გავანალიზებთ და შევხედავთ რა სიტუაცია მივიღეთ, ძირითადი ტრენდი იყო ის, რომ ბაზარზე რადიკალური ცვლილებები არ დაფიქსირებულა. თუმცა შეიმჩნეოდა სხვადასხვა სეგმენტებს შორის, ანუ უფრო მაღალი საფასო სეგმენტიდან დაბალ საფასო სეგმენტზე გადმორთვა. ეს თავისთავად საბიუჯეტო შემოსავლებზეც აისახება, რადგანაც ე.წ. ადვალური გადასახადი შევიდა ძალაში, რომელიც სწორედ საცალო გაყიდვებიდან გვეკისრება და რაც უფრო ნაკლები ღირებულების ბრენდი იყიდება, მით უფრო ნაკლები შედის ბიუჯეტში“, აღნიშნა JTI Caucasus-ის კორპორაციულ საკითხთა და კომუნიკაციების დირექტორმა.

ივანე ხასია ამბობს, რომ გაზრდილი აქციზის გადასახადის ფონზე რეგიონის ქვეყნებთან მიმართებაში შეიცვლება ფასიც.

„აქციზის გადასახადი 2016 წლის 1-ელი იანვრიდან იზრდება, ორივე კომპონენტში სამწუხაროდ. ანუ სპეციფიკური აქციზის ნაწილში ზრდა 20 თეთრის მოცულობით იქნება, საერთო ჯამში ერთ კოლოფზე გამოვა 1,1 ლარი. პლუს ამას ემატება გაზრდილი ადვალური გადასახადი, რომელიც 5%-დან 10 %-მდე გაიზრდება. შესაბამისად დღეისათვის მნიშვნელოვანი სხვაობა გქვონდა იგივე სომხეთის ბაზართან მიმართებაში და 1-ელი იანვრიდან ეს სხვაობა კიდევ უფრო გაიზრდება. მართალია კონკრეტულ ბრენდებზე ფასების სხვაობა განსხვავებულია, თუმცა დაახლოებით 20 ცენტიდაც ზემოთ მერყეობს ეს სხვაობა“, აცხადებს ხასია.

მისივე ინფორმაციით, თამბაქოს ინდუსტრიას სახელმწიფო ბიუჯეტში 600 მლნ ლარამდე შეაქვს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge