ტაილანდის სანაპიროებზე მოწევა აიკრძალა
- მსოფლიო
- 01.02.2018
- 12:55
ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარულ ტაილანდის სანაპიროებზე 1 თებერვლიდან თამბაქოს მოწევაზე აკრძალვა ძალაში შევიდა. მისი დარღვევისთვის დაწესებულია მსხვილი ჯარიმა ან ერთწლიანი პატიმრობა.
თამბაქოს მოხმარება ქვეყნის 15 პროვინციის 24 სანაპიროზეა აკრძალული.
აღნიშნულია, რომ ამკრძალავი წარწერები სანაპიროებზე ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა.
დღეიდან მწეველებს შეუძლიათ ისარგებლონ სპეციალურად გამოყოფილი ადგილებით.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200