სკოლის მოსწავლემ ცეცხლსასროლი იარაღით ორი მოზარდი დაჭრა
- მსოფლიო
- 02.02.2018
- 10:38
ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლემ, 12 წლის გოგონამ საკლასო ოთახში ორი მოზარდი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. ამის შესახებ Los Angeles Times-ი წერს.
გამოცემის ცნობით, თავში დაჭრილი 15 წლის მოზარდი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. მისი თანატოლი გოგონა კი ხელშია დაჭრილი.
ფანჯრის მინების ჩამტვრევის შედეგად მსუბუქად დაშავდა კიდევ რამდენიმე ადამიანი.
მსროლელი მოსწავლე დაკავებულია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200