სამხრეთ აფრიკის მაღაროში ჩარჩენილი 900-ზე მეტი ადამიანი უვნებლად ამოიყვანეს
- მსოფლიო
- 02.02.2018
- 12:07
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ფრი-სტეიტის მაღაროში ჩარჩენილი ყველა მაღაროელი უვნებლად ამოიყვანეს. ამის შესახებ ქვეყნის მინერალური რესურსების სამინისტროში განაცხადეს.
ოქროს მაძიებლები 1000 მეტრის სიღრმეზე 2 დღეის განმავლობაში იმყოფებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, შტორმის გამო, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მაღალი ძაბვის ელექტროანძა დაზიანდა. შედეგად, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ლიფტს, რომლითაც მაღაროელები სარგებლობდნენ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200