მარადონას აშშ-ის ვიზა არ მისცეს
- მსოფლიო
- 02.02.2018
- 12:22
არგენტინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს დიეგო მარადონას აშშ-ის ვიზის გაცემაზე უარი უთხრეს. ამის მიზეზი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ მისი გამონათქვამები გახდა.
ცოტა ხნის წინ არგენტინელმა ფეხბურთელმა ერთ-ერთ ინტერვიუში ტრამპს მარიონეტული თოჯინა - „ჩიროლიტა“ უწოდა.
გამოცემა Asco -ს ცნობით, სწორედ ეს ინციდენტი გახდა ვიზის გაცემაზე უარის თქმის მიზეზი, რადგან ფეხბურთელს ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა.
მარადონა აშშ-ში მარტში უნდა ჩასულიყო, სადაც ყოფილი ცოლის საქმზე სასამართლო მოსმენას უნდა დასწრებოდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200