png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

არც ჩამოვყალიბებულვარ - გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე

  • პოლიტიკა
  • 02.02.2018
  • 16:16
 არც ჩამოვყალიბებულვარ - გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე

არც ჩამოვყალიბებულვარ და ჩემი ქმედებები არის ის, რასაც აქამდეც ვაკეთებდი, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, მიიღებს თუ არა ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. 

"მე არც ჩამოვყალიბებულვარ და ჩემი ქმედებები არის ის, რასაც ვაკეთებდი 2016, 2015 და სხვა წინა წლებში - ვემსახურები ჩემს სამშობლოს ისე, როგორც საჭიროდ და სწორად მიმაჩნია. ჩემი ქმედება არის ეს და მათი ქმედება არის - "საპრეზიდენტო კამპანია -შავი პიარი", - განაცხადა გიორგი მარგველშვილმა.
მისი თქმით, ის ამ „დაბნეულ შავ პიარს“ მაინცდამაინც სერიოზულად არ აღიქვამს.
„ნარკორეალიზატორები, მათ შორის არა მხოლოდ საქართველოში რეალიზატორები, არამედ გადმომტანებიც კი არ არიან ამ სიაში მოაზრებული და მე აბსოლუტურად ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ ნარკორეალიზატორების მიმართ პოლიტიკის შემსუბუქება არ იქნება სწორი. 

რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიას და გაკეთებულ შეფასებებს, ნება მომეცით ცალ-ცალკე არ ვუპასუხო, მაგრამ ჯამში ეს ტოვებს გარკვეული დაბნეულობის შთაბეჭდილებას. მე ვხედავ მთელ ტალღებს და არა მხოლოდ შეწყალების კომისიასთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახეთ შავი პიარის კამპანია შეწყალების კომისიასთან მიმართებაში, შავი პიარის ტალღა ე.წ. სააკაშვილთან გარიგების ნაწილში - ყოველ დღე ჩვენ ვხედავთ ამ წარუმატებელ, შავი პიარის ინიციატივებს, რომელიც ჩემი აზრით, უკავშირდება იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი, რომელიც 4 წლის განმავლობაში ებრძოდა საპრეზიდენტო ინსტიტუტს და ცდილობდა საპრეზიდენტო ინსტიტუტის დემონტაჟს, საკუთარ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით ვერ ჩამოყალიბდა - ვერ ვხედავ, რომ ჰქონდეს თავისი ჩამოყალიბებული შეხედულება . ამავე ფონზე, ეტყობა, ჩამოყალიბდა რაღაც ნაწილში პოზიცია, რომ ჩვენ უნდა ვაწარმოოთ შავი პიარი მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ და ყოველდღე ჩვენ გვესმის წარუმატებელი ტალღები. დარწმუნებული ვარ, ანალოგიური, აბსურდული ტალღები მომავალშიც გაგრძელდება, თუმცა სიმართლე გითხრათ, ამ დაბნეულ შავ პიარს მე მაინცდამაინც სერიოზულად არ აღვიქვამ და არც ვფიქრობ, რომ ის ვინმეზე მოქმედებდეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge