იაპონიაში ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა
- მსოფლიო
- 05.02.2018
- 12:55
იაპონიის საჰაერო ძალების ვერტმფრენი დაწყებით სკოლასთან ჩამოვარდა. ინციდენტი საგას პრეფექტურაში მოხდა. დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
მედიის ცნობით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. სხვადასხვა ცნობებით, ხანძარმა მოიცვა სკოლასთან მდებარე ერთ-ერთი შენობაც. კატასტროფის ადგილზე იმყოფებიან მაშველები და ექიმები.
კატასტროფის მიზეზები დგინდება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200