ტარანტინო რომან პოლანსკის როლზე ქასთინგს ატარებს
- კულტურა
- 05.02.2018
- 14:50
ამერიკელი რეჟისორი კვენტინ ტარანტინო რომან პოლანსკის როლზე ქასთინგს ატარებს. წინასწარი მონაცემებით შერჩევა პოლონელ მსახიობებს შორის ხდება
ტარანტინოს ახალ ფილმში შევა პოლანსკის ცოლის - მსახიობისა და მოდელის შერონ ტეიტის მკვლელობის სცენა. ის და მისი მეგობრები 1969 წლის 9 აგვისტოს სერიული მკვლელის ჩარლზ მენსონის კომუნის „ოჯახის“ წევრებმა მხეცურად მოკლეს. შემთხვევა კალიფორნიაში მოხდა.
მაშინ ტეიტი რვა თვის ორსული იყო.
ფილმის პრემიერა 2019 წლის ბოლოსთვის იგეგმება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200