პიროტექნიკის ფაბრიკაში აფეთქება მოხდა
- მსოფლიო
- 05.02.2018
- 16:28
ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში პიროტექნიკის ფაბრიკაში აფეთქება მოხდა. ერთ-ერთი თანამშრომელი უგზოუკვლოდ დაკარგულად არის მიჩნეული. ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.
აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ასევე უცნობია, თუ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა შენობაში ინციდენტის დროს.
შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები და სამართალდამცველები იმყოფებიან. დაწყებულია გამოძიება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200