png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ვისაც „ვარკეთილში“ მომხდართან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა, პასუხების მიღების საშუალება პარასკევს მიეცა - ვახტანგ შაქარიშვილი

  • პოლიტიკა
  • 06.02.2018
  • 14:18
ვისაც „ვარკეთილში“ მომხდართან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა, პასუხების მიღების საშუალება პარასკევს მიეცა - ვახტანგ შაქარიშვილი

ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წინადადების საფუძველზე, ჩანიშნული თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა კვორუმის არ არსებობის გამო ჩაიშალა. სხდომაზე არც თბილისის მთავრობის და არც საკრებულოს უმრავლესობა არ მივიდა. სხდომა დღეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ უხუცესმა წევრმა ნიკა ვაჩეიშვილმა წაიყვანა.

ვაჩეიშვილის განცხადებით, ეს არის ტრაგი-კომედიური ვითარება, პასუხისმგებლიანი დეპუტატებით სავსე უნდა იყოს სხდომათა დარბაზი, თუმცა ნახევრად ცარიელია.

სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებმა ფორმალურად რეგისტრაცია გაიარეს. სხდომაზე დასასწრებად მივიდა მეტრო “ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის შედეგად  დაშავებული ორი ადამიანი.

სხდომის ჩაშლას გამოეხმაურა  თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ შაქარიშვილი.

მისი თქმით, მმართველი გუნდის არც ერთ წარმომადგენელს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დადგმულ პოლიტიკურ წარმოდგენაში მონაწილეობის დრო არ აქვს.

დეპუტატი განმარტავს, რომ ვისაც მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა, საკითხის განხილვაში მონაწილეობის და პასუხების მიღების საშუალება პარასკევს გამართულ ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე მიეცა.

„კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე ჩვენც და უმრავლესობის წევრებმაც ძალიან მწვავე კითხვები დავსვით. ამ განხილვაში ოპოზიციის ერთმა ნაწილმა, „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო მონაწილეობა. მათ საშუალება ქონდათ, კითხვები დაესვათ და მერიის მაღალჩინოსნებმა, შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებმა, ასევე თბილისის ვიცე-მერმა ამ კითხვებს პასუხები გასცეს“, – განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge