ეიფელის კოშკი უამინდობის გამო დაიკეტა
- მსოფლიო
- 06.02.2018
- 14:34
პარიზის მთავარი ღირშესანიშნაობა- ეიფელის კოშკი დამთვალიერებლისთვის დაკეტილია. აღნიშნული ზომების მიღება ამინდის გაუარესების გამო გახდა აუცილებელი. ამის შესახებ კოშკის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„მეტეოპირობების გამო ეიფელის კოშკი ამჟამად დაკეტილია. შესვლა დასაშვებია მხოლოდ იმ პირებისთვის, ვისაც რესტორანში ადგილები აქვს დაჯავშნული“, - აღნიშნულია განცხადებაში. საფრანგეთის დედაქალაქში მეორე დღეა გადაუღებლად თოვს. ნალექის შეწყვეტას მხოლოდ ოთხშაბათისთვის ელოდებიან.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200