primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

განათლება ქვეყნის თავისუფლების საფუძველია - გიორგი მარგველაშვილი

  • პოლიტიკა
  • 07.02.2018
  • 13:54
განათლება ქვეყნის თავისუფლების საფუძველია - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო თარიღის აღნიშვნაში მონაწილე დელეგაციებსა და ქართველ პროფესორ- მასწავლებლებს დღეს სასახლეში მიღებაზე უმასპინძლა და საერთაშორისო დელეგაციებს საქართველოში სტუმრობისათვის მადლობა გადაუხადა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო მიღებაზე, რომელიც წელს იუნესკოს (UNESCO) ეგიდით იმართება, მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების და საერთაშორისო ორგანიზაციების დელეგაციები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

საქართველოს პრეზიდენტმა სტუმრებს მიმართა. გიორგი მარგველაშვილმა ის პოლიტიკურ - საზოგადოებრივი პროცესები გაიხსენა, რომელიც საქართველოს პირველი უნივერსიტეტის დაფუძნებისას მიმდინარეობდა და რა როლს ასრულებდა თსუ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისა და 70 წლიანი საბჭოთა ოკუპაციის პერიოდებში.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტმა, როგორც ინსტიტუციამ უაღრესად დიდი როლი ითამაშა არა მხოლოდ ჩვენი ერის ინტელექტუალური განვითარების კუთხით, არამედ ჩვენი სახელმწიფოს არსებობის ურთულეს პერიოდში საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესების შექმნის მიმართულებით.

,,უნივერსიტეტმა მისცა ჩვენს სამშობლოს ის ძალიან მნიშვნელოვანი ბურჯი, რომელმაც, შეიძლება ითქვას, მნიშვნელოვანწილად გაგვატანინა სამოცდაათწლიანი ოკუპაციის პერიოდი. ეს იყო პერიოდი, როდესაც ყოველგვარი ეროვნული იდენტობის გამოვლენა ასოცირდებოდა სისტემის წინააღმდეგ ბრძოლასთან. ყოველგვარი იდენტიფიკაცია შენი ეროვნულის, გამორჩეულის, იყო დაპირისპირებული ერთიანი საბჭოთა იდეოლოგიის კონტექსტში და ამ მომენტში სწორედ უნივერსიტეტი რჩება იმ ადგილად, იმ კერად, სადაც ჩვენი წინაპრები ქმნიან, აგროვებენ და საზოგადოებას გადასცემენ იმას, თუ ვინ ვართ და შესაბამისად რანი უნდა ვიყოთ მომავალში. ეს ხდებოდა სწორედ მეცნიერებისა და განათლების კერებში. უნივერსიტეტი იყო ის კერა, სადაც ჩვენ არამხოლოდ ცოდნას ვეწაფებოდით და ვიღებდით, არამედ ვიგებდით ჩვენი იდენტობის შესახებ. შესაბამისად, სამოცდაათი წლის თავზე, როცა დაინგრა საბჭოთა იმპერია, ჩვენ მომზადებულნი ვიყავით, იმიტომ, რომ ვიცოდით ვინ ვართ, ვიცოდით, რომ ჩვენი მიზანი, ამ ქვეყნის მოქალაქეთა მიზანი, იმ ადამიანების მიზანი, ვინც ჩვენ თავს საქართველოსთან ვაიგივებდით.

ერი თავისუფალია, როდესაც იცის რა წარმოადგენს მის შინაგან კონსტიტუციას, მის შინაგან რწმენას, მის შინაგან არქიტექტურას. სწორედ უნივერსიტეტი გვაძლევდა ჩვენ იმის ცოდნას, როგორ უნდა გავაგრძელოთ გზა. ამ ცოდნას ჩემი თაობა იღებდა, იმ სამეცნიერო და შემოქმედებითი პროცესიდან, რომელსაც ჩვენ ჩვენი პროფესორები უნივერსიტეტის კედლებში და სამეცნიერო კვლევითი პროცესის შედეგად გვიზიარებდნენ. განათლება თავისუფლების წინაპირობაა. ხოლო საქართველოს პოლიტიკური თავისუფლების წინაპირობა არის ის კერები, სადაც განათლება ინსტიტუციურად იქმნება და ვითარდება", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია -  ირმა ინაშვილი
  • 12:16
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია - ირმა ინაშვილი
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
  • 12:11
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს -  ირაკლი ღარიბაშვილი
  • 16:34
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს - ირაკლი ღარიბაშვილი
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge