ოზურგეთში მასწავლებელმა მოსწავლეს სცემა
- სამართალი
- 07.02.2018
- 15:49
ოზურგეთის ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლის მასწავლებელმა მე-7 კლასელს სცემა. სკოლის დირექტორის განცხადებით, მოსწავლე დამრიგებელმა ფარდის ჩამოგდების გამო დასაჯა.
„ინციდენტი მუსიკის ოთახში ფარდის ჩამოგდებას მოჰყვა, სადაც ბავშვებს ღონისძიება ჰქონდათ. ბიჭი მეშვიდეკლასელია, მასწავლებელი კი დამრიგებელია, ისე მათემატიკას ასწავლის. შინაგანაწესით დაუშვებელია მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობა, მაგრამ ყველა მასწავლებელს ეს არ ესმის. მე, პირადად, რამდენჯერმე მაქვს ეს მუხლი წაკითხული, სიტყვიერადაც ვეუბნები მასწავლებლებს, რომ ბავშვებს ხელი არ დააკაროთ, დაამყარეთ შესაბამისი კომუნიკაცია, მაგრამ არ გამიგონა ქალბატონმა“, – განაცხადა სკოლის დირექტორმა.
ცნობისთვის, დისციპლინარული კომიტეტი რამდენიმე დღეში გადაწყვეტს, დატოვებს თუ არა სკოლას დამრიგებელი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200