png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ბაბუის მკვლელობაში ბრალდებულ შვილიშვილს და მის მეგობრების 14-14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

  • სამართალი
  • 07.02.2018
  • 18:10
ბაბუის მკვლელობაში ბრალდებულ შვილიშვილს და მის მეგობრების 14-14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებულებს 14-14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, წარდგენილი ბრალის თანახმად, მარიამ კ.-ს ბრალად ედებოდა ოჯახური დანაშაული, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით და ანგარებით, ხოლო გიორგი გ.-ს, განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკითა და ანგარებით. ასევე, ორივე ბრალდებულს, გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანებასა და განადგურებას ედავებოდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით.

საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 9 აპრილს, მარიამ კ., საკუთარი ბაბუის განზრახ მოკვლისა და დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, რომელიც მის საცხოვრებელ ბინაში ეგულებოდა, გიორგი გ.-სთან ერთად, ჯუმბერ კ.-ს საცხოვრებელ სახლში მივიდა. ბაბუასთან, რომელთანაც მარიამ კ. წლების მანძილზე არ ურთიერთობდა, ბრალდებული თავდაპირველად მარტო შევიდა, ხოლო მოგვიანებით გიორგი გ. ჩუმად შეაპარა და სამზარეულოში დამალა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, მარიამ კ.-მ ბაბუა კორიდორში გამოიყვანა სასაუბროდ, რა დროსაც გიორგი გ.-მ თანნაქონი დანით, ხოლო მარიამ კ.-მ სამზარეულოს დანით, მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს მამაკაცს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. მას შემდეგ, რაც სახლში თანხა არ დახვდათ, გარდაცვლილის საფულიდან დაეუფლნენ 335 ლარს, სახლში გააჩინეს ხანძარი და დატოვეს შემთხვევის ადგილი.

ნაწილობრივ დახურულ სასამართლო სხდომებზე, ბრალდებულებმა ცეცხლის წაკიდებით უძრავი ქონების დაზიანება-განადგურების ნაწილში აღიარეს ბრალად შერაცხული ქმედება, ხოლო განზრახ მკვლელობის ბრალდების ნაწილში, დაცვის მხარემ ითხოვა ბრალდებულების წარდგენილ ბრალდებაში გამართლება.

სასამართლომ, მოწმეთა ჩვენებების, სხვადასხვა საექსპერტო დასკვნების, ვიდეომასალის, ამოღებული ნივთმტკიცებებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია მარიამ კ.-ს და გიორგი გ.-ს მიერ, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ჩადენა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურება, ხოლო ბრალდებულები განსაკუთრებული სისასტიკით და ანგარებით ჩადენილი მკვლელობის ნაწილში გაამართლა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge