საერთაშორისო კოალიციამ სირიის პროსამთავრობო შეიარღებული ძალების 100-მდე მებრძოლი გაანადგურა
- მსოფლიო
- 08.02.2018
- 10:49
სირიის პროსახელისუფლებო ძალების 100-ზე მეტი მებრძოლი დაიღუპა აშშ-ის ხემძღვანელობით საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის ავიაერიშის შედეგად. ამის შესახებ ტელეარხი CNN-ი იტყობინება.
კოალიციის განცხადებით, სირიის მთვარობის მომხრე შეიარაღებულ ფორმირებებს კოალიციამ საპასუხო დარტყმა მას შემდეგ მიაყენა, რაც მათ სირიის დემოკრატიული ძალების შტაბი დაბომბეს.
„კოალიციური და პარტნიორული ძალების დასაცავად, კოალიციამ დარტყმები მიაყენა თავდამსხმელებს, რათა აღეკვეთა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეთა მიმართ აგრესიის აქტი“, - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200