ფიონჩანგში, სადაც ოლიმპიური თმაშები გაიმართება, ნოროვირუსით დაავადებულთა რაოდენობა იზრდება
- მსოფლიო
- 08.02.2018
- 13:33
სულ მცირე 86 ადამიანი ნოროვირუსის ნიშნებით საავადმყოფოში მოხვდა სამხრეთ კორეის ქალაქ ფიონჩანგში, სადაც 9-25 თებერვალს ზამთრის ოლიმპიური თამაშები გაიმართება.
დაავდებულთა შორის არიან პოლიციელები, ოლიმპიური იბიეტქების დაცვის წევრები, ასევე პერსონალი, რომელიც კვების ობიექტებში არიან დასაქმებულნი.
ნოროვირუსის ნიშნები - ღებინება და დიარეა პირველად კვირას 41 ადამიანს დაუფიქსირდა, რომლებიც ოლიმპიადის ობიექტებს იცავენ.
კიდევ 1200-ზე მეტი დაცვის სამსახურის თანამშრომელი თავისი მოვალეობის შესრულებას ჩამოაშორეს, ისინი სამხედრო მოსამსახურეებმა ჩაანაცვლეს.
ოლიმპიური თამაშები ქალაქ ფიონჩანგში 9-25 თებერვალს გაიმართება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200