მტკვარში ადამიანის გადახტომის ფაქტი არ დადასტურდა
- საზოგადოება
- 08.02.2018
- 14:55
„მტკვარში ადამიანის გადახტომის ფაქტი არ დადასტურდა“, - განუცხადეს „პრაიმნიუსჯორჯიას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, 112-ში ზარი ერთ-ერთი სასტუმროდან შევიდა, მოქალაქე ირწმუნებოდა, რომ მან მტკვარში ადამიანის ცხედარი დაინახა.
აღნიშნული ზარის საფუძველზე მაშველებმა სამძებრო ღონისძება დაიწყეს, თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია არ დადასტურდა.