png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

აფგან მუხთარლის გატაცება მოხდა ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების დავალებით - რომან გოცირიძე

  • პოლიტიკა
  • 09.02.2018
  • 12:38
აფგან მუხთარლის გატაცება მოხდა ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების დავალებით - რომან გოცირიძე

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” კიდევ ერთხელ მიმართავს პარლამენტს და აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისის შექმნას მოითხოვს, რათა დროულად იყოს გამოძიებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გადატაცებისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტი, აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ენმ-ის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ისაუბრა.

„2017 წლის 29 მაისს  თბილისში  აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლს თავს დაესხნენ, გაიტაცეს და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაიყვანეს, რაც დანაშაულს წარმოადგენს.

გუშინ, აფგან მუხთარლი ახლო ნათესავების ტრაგიკულად გარდაცვალების გამო ორი დღით გაათავისუფლეს, რამაც მას საშუალება მისცა უფრო დეტალურად ესაუბრა მომხდარ ფაქტზე. ჟურნალისტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის დანაშაულებრივი ქმედება, რაც ისედაც ნათელი იყო ყველასთვის - მისი გატაცება ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების დავალებით, საქართველოს სამართალდამცავების მიერ მოხდა. ის მომხდარ ფაქტში პირდაპირ ადანაშაულებს  ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს.

ამ მოვლენამ, რომელიც უმძიმეს დანაშაულს წარმოადგენს, განსაკუთრებული რეზონანსი გამოიწვია როგორც საერთაშორისო , ასევე ადგილობრივ დონეზე. კერძოდ, აფგან მუხთარლის გატაცების ფაქტს სპეციალური რეზოლუცია მიუძღვნა ევროპარლამენტმა, რითაც საქართველოს მთავრობისგან  მომხდარი დანაშაულის დროული გამოძიება და მასში მონაწილე პირების დასჯა მოითხოვა.

მიუხედავად ამისა საქართველოს ხელისუფლება არ ცდილობს გამოიძიოს მომხდარი, რადგან ამ დანაშაულში ჩართულია მთელი სახელიწუფლებო ვერტიკალი, უმაღლესი თანამდებობის პირების ჩათვლით.

მიგვაჩნია, რომ ერთადერთი გამოსავალი  პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაა. მიუხედავად ჩვენი არაერთი მიმართვისა პარლამენტი არ ასრულებს თავის კონსტიტუციურ მოვალეობას და აფერხებს ამ კომისიის შექმნას.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საკანონმდებლო ორგანოს, შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის აზერბაიჯანელ ჟურნალისტზე თავდასხმის, მისი გატაცებისა და საქა თველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტს”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge