ბენღაზიში აფეთქებას 8 ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 09.02.2018
- 16:56
აფეთქება მოხდა ლიბიის ქალაქ ბენღაზიში მეჩეთის სიახლოვეს. დაიღუპა 8 ადამიანი. ამის შესახებ მედიას ქალაქის მცხოვრებლებმა აცნობეს.
თვითმხილველთა ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მეჩეთთან დაგდებულ ჩანთაში ამოქმედდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200