png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ესტონეთი პატარა, თუმცა საქართველოს დიდი მეგობარი ქვეყანაა - ესტონეთის თავდაცვის მინისტრი

  • პოლიტიკა
  • 09.02.2018
  • 18:04
ესტონეთი პატარა, თუმცა საქართველოს დიდი მეგობარი ქვეყანაა - ესტონეთის თავდაცვის მინისტრი

„ესტონეთი პატარა, თუმცა საქართველოს დიდი მეგობარი ქვეყანაა. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და უზრუნველყოფილი იყოს თქვენი ქვეყნის, ისევე როგორც, ჩვენი ქვეყნის სტაბილური უსაფრთხოება“ - ამ სიტყვებით დაიწყო ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა იური ლუიკმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღეს გამართული შეხვედრა. 

მხარეებმა საქართველო-ესტონეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, ორი ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები, რეგიონში არსებული მდგომარეობა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე მიღწეული პროგრესი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს. აღინიშნა სხვადასხვა სფეროში ორ ქვეყანას შორის გააქტიურებული თანამშრომლობა და მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის არსებობას გაესვა ხაზი. მთავრობის მეთაურმა ესტონეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და იური ლუიკს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. იური ლუიკმა, თავის მხრივ, პოზიტიურად შეაფასა ქვეყანაში მიმდინარე თავდაცვის სისტემის რეფორმა. მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვისა და კიბერუსაფრთხოების, ასევე, ელექტრონული მმართველობის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის არსებული კავშირები სრულ თანხმობაშიასაქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასთან და საგადასახადო რეფორმის წარმატებას გაესვა ხაზი, რომელიც, სწორედ, ესტონური მოდელის საფუძველზე ხორციელდება. მთავრობის მეთაურმა შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე, ადამიანის უფლებების დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მდგომარეობაზე. გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს მთავრობის ერთგულება კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრის პოლიტიკისადმი და მადლობა გადაუხადა ესტონეთის ხელისუფლებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისათვის. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ესტონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეა ახვლედიანი, ასევე, ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კაი კაარელსონიდა სამხედრო ატაშე საქართველოში კულდარ კესკულა ესწრებოდნენ.​

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge