კვიპროსში მკვლელობისთვის ორი ქართველი დააკავეს
- სამართალი
- 12.02.2018
- 15:27
კვიპროსში 2 ქართველი დააკავეს, რომლებიც ქალაქ ლიმასოლის ერთ-ერთ რესტორანში, 47 წლის მამაკაცის ერნესტო ლეონიდესის მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილნი, ამის შესახებ 1tv-ი წერს.
ლეონიდესი ლიმასოლის გარეუბანში, ერთ-ერთ რესტორანში სადილობის დროს გასულ კვირას მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილ ქართველებს კი 8-დღიანი დროებითი პატიმრობა პარასკევს შეუფარდეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ქართველები დანაშაულს არ აღიარებენ. გარდა ამისა, მკვლელობის საქმეზე კიდევ 2 ქართველი იძებნება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200