სააკაშვილი პოლონეთისთვის პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნას არ აპირებს
- პოლიტიკა
- 13.02.2018
- 13:07
მიხეილ სააკაშვილი პოლონეთისთვის პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნას არ აპირებს.
მისი თქმით, პოლონეთის შს სამინისტრომ მას ჰკითხა, აპირებს თუ არა პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნას. „ვუპასუხე, რომ არანაირ პოლიტიკურ თავშესაფარს არ მოვითხოვ“, - განაცხადა სააკაშვილმა ტელეარხ NewsOne-ის ეთერში.
უკრაინის ხელისუფლებამ პოლონეთში გუშინ სააკაშვილის დეპორტაცია მოახდინა, საიდანაც ის შემოდგომაზე უკრაინის ტერიტორიაზე მოხვდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200