primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

დიმიტრი ქუმსიშვილი„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ აქციების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსების ცერემონიას დაესწრო

  • ეკონომიკა
  • 20.11.2015
  • 16:10
დიმიტრი ქუმსიშვილი„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ აქციების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსების ცერემონიას დაესწრო

 

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა“ ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში აქციები წარმატებით განათავსა. 20 ნოემბერს თბილისის დროით 12.00 საათზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების პრემიუმ ლისტინგში განთავსებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ჩატარდა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღო ლონდონის საფონდო ბირჟის გენერალურმა დირექტორმა ნიხილ რათჰიმ.

დიმიტრი ქუმსიშვილმა სპეციალურ წიგნში სამსახსოვრო ჩანაწერი გააკეთა, მან „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს“ ლონდონის საფონდო ბირჟაზე მათი აქციების წარმატებით განთავსება მიულოცა. მინისტრის განცხადებით, პრინციპულად მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება იმ ფონზე, როდესაც მთელ მსოფლიოში რთული ეკონომიკური ვითარებაა: „ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველომ, როგორც ქვეყანამ და აღნიშნულმა კომპანიამ მოიპოვა ის მნიშვნელოვანი ნდობა, რომელიც აუცილებელია უცხოელი ინვესტორებისთვის, რათა მათ თავიანთი ფული ჩადონ ჩვენ ქვეყანაში.“

ამასთან, როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, „ეს მნიშვნელოვანი დღეა მთელი საქართველოსთვის, 100 მილიონი დოლარის მოზიდვა გახდა შესაძლებელი პირდაპირი უცხოურ ინვესტიციებში. ამის შედეგად ჩვენ მიივიღებთ დამატებით 2 200 სამუშაო ადგილს. გვექნება ახალი სერვისები, 2 ახალი დიდი საავადმყოფო და რეგიონებში 30-ზე მეტი ამბულატორიული დაწესებულება, რომლებიც ახალ სერვისებს შესთავაზებენ ჩვენს მოსახლეობას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ლონდონის საფონდო ბირჟის ხელმძღვანელობა ჩვენს გვერდით იყო და ჩვენთან ერთად ზეიმობდა ამ დიდ სიხარულს. მათაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. ჯანდაცვის სფეროში მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვა არის შესაძლებელი, დანახარჯები ერთ სულ მოსახლეზე განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ძალიან დაბალია, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ძალიან დიდი საინვესტიციო პოტენციალია. ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ამ მიმართულებით მოვიზიდოთ თანხები. ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება მაგალითი დანარჩენი ინვესტორებისთვის, რათა უფრო მეტად განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში ჯანდაცვის მიმართულება.“

ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში მოსახვედრად „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა“ გამჭვირვალობისა და კორპორაციული მართვის უმაღლესი სტანდარტები დააკმაყოფილა. „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ აქციები მსოფლიოში ცნობილი ჰოსპიტალური ბრენდების: NMC Health, Al Noor Hospitals, Spire Healthcare-ის გვერდით განთავსდა.

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ პირველი ჯანდაცვის ჰოლდინგია რეგიონიდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში აქციები განათავსა. „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ „სამედიცინო კორპორაცია ევექსს“ და სადაზღვევო კომპანია „იმედი L-ს“ მართავს და ქვეყანაში სამედიცინო დაზღვევისა და ჯანდაცვის სერვისების ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია. „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა“ ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსებით 100 მილიონი დოლარის მოცულობის ახალი კაპიტალი მოიზიდა.

დღესვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიდი ბრიტანეთის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის პრეზენტაციას გამართავს, სადაც მათ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს გააცნობს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge