Facebook-ი თავის თანამშრომლებს უთვალთვალებს
- მსოფლიო
- 13.02.2018
- 15:11
Facebook-ი თავის თანამშრომლებს უთვალთვალებს, რათა კომპანიის შესახებ ზედმეტმა ინფორმაციამ პრესაში არ გაჟონოს. ამის შესახებ ჟურნალ Wired-ს სოციალური ქსელის რამდენიმე ყოფილმა და ახლანდელმა თანამშრომელმა განუცხადა.
ერთ-ერთმა თანამშრომელმა გამოცემის ჟურნალისტს სთხოვა ტელეფონი გამოერთო, რადგან მისი თქმით, სმარტფონით Facebook-ი ორივეს ადგილსამყოფელს შეიტყობდა. კომპანიის თანამშრომლის თქმით, ეს კომპანიის ხელმძღვანელობასთან პრობლემებს შეუქმნიდა.
მსგავს პრობლემას Facebook-ის ნიუ-იორკის ოფისის ყოფილი თანამშრომელი ბენჯამინ ფირნოუც გადააწყდა.
მან თავის მეგობარს - პორტალ Gizmodo-ს ჟურნალისტს აჩვენა წერილი, რომელიც მარკ ცუკერბერგმა თანამშრომლებს გაუგზავნა.
ფირნოუს აზრით, წერილის შინაარსი ჟურანლისტისთვის სიანტერესო იქნებოდა. კომპანიის ხელმძღვანელი ხელქვეითებს Facebook-ის პოზიციას აცნობდა მოძრაობა Black Lives Matter-ის მიმართ. თანამშრომელმა სქრინშოტი გააკეთა და ფოტოები რეპორტიორს გაუგზავნა. შემდეგ კი კიდევ ერთ შიდა დოკუმენტს გადაუღო ფოტო.
მეორე დღეს ფირნოუმ მიიღო 30-მდე შეტყობინება. კომპანიის ხელმძღვანელები მისგან განმარტებას მოითხოვდნენ რატომ დაეკონტაქტა ჟურნალისტს, რამდენიმე დღის შემდეგ კი ფირნოუ სამსახურიდან დაითხოვეს.