png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

მშენებლობის ნებართვების გაცემის წესში სანებართვო პირობები იცვლება

  • პოლიტიკა
  • 15.02.2018
  • 12:30
მშენებლობის ნებართვების გაცემის წესში სანებართვო პირობები იცვლება

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისში მშენებლობების პროცესი მოვაწესრიგოთ, კიდევ უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ რეკრეაციული სივრცეების განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის სხდომაზე თბილისის მერია წარადგენს ცვლილებების პროექტს, რომელიც მშენებლობის ნებართვების გაცემის წესში სანებართვო პირობების ცვლილებას შეეხება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თბილისში მშენებლობების პროცესი მოვაწესრიგოთ, კიდევ უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ რეკრეაციული სივრცეების განვითარებას.  სწორედ ამიტომ ამაზე კახი კალაძემ არაერთხელ ისაუბრა. მინდა, მივესალმო მერიის ინიციატივას  პროცესის გაუმჯობესების შესახებ. ნებართვის მიღების პროცესშივე მნიშვნელოვანი იქნება გამწვანების გეგმის წარმოდგენა, აღრიცხვა იქ არსებული ხეების, ახალი გამწვანების გეგმის წარმოდგენა, ასევე 4 000 კვადრატულ მეტრზე დიდი ნაგებობის მშენებლობის ნებართვის მისაღებად საწყის ეტაპზევე იქნება საჭირო სატრანსპორტო კვლევის და სატრანსპორტო რეგულირების სქემის წარმოდგენაც, რაც ასევე მნიშვნელოვანია და დეველოპერებს ამ კუთხით გაუადვილებს მუშაობას, რომ შემდგომ ეტაპებზე აღარ იქნება საჭირო დამატებითი ცვლილებების შეტანა პროექტირებაში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე წინასწარი კონსულტაციები მიმდინარეობს ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთანაც.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ცვლილებები მოაწესრიგებს თბილისში მშენებლობების პროცესს, საშუალებას მოგვცემს მეტი რეკრეაციული სივრცე გვქონდეს და გალამაზდეს ჩვენი დედაქალაქი, რაც ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომას დედაქალაქის მერი კახა კალაძეც ესწრება, რომელიც მშენებლობის ნებართვების წესში ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხს თავად წარადგენს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge