png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მდინარე ბჟუჟის ნაპირგამაგრება დასასრულს უახლოვდება

  • საზოგადოება
  • 20.11.2015
  • 17:20
მდინარე ბჟუჟის ნაპირგამაგრება დასასრულს უახლოვდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ მდინარე ბჟუჟზე რკინა-ბეტონის დამცავი კედელის მშენებლობას ასრულებს.

ბჟუჟის ადიდებამ 2014 წლის სექტემბერის ბოლოს გურიას, მხარის ინფრასტრუქტურასა და მოსახლეობას, 3 მილიონ 24 ათასი ლარის ზარალი მიაყენა. დამცავი კედელი ბჟუჟის კალაპოტში იმ ადგილას შენდება, სადაც ადიდებულმა წყალმა,  ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომის მთას ცენტრალური მაგისტრალის მე-4 კილომეტრზე, 70 მეტრი საავტომობილო გზა ჩაანგრია და მოძრაობა შეაჩერა.

მდინარის ერთ ნაწილში უკვე აშენებულია რკინა-ბეტონის დამცავი კედელი, რომლის სიმაღლე 7,20 მეტრი, ხოლო სიგრძე 594 მეტრია;  ბჟუჟის ნაპირგამაგრების სამუშოები, ასევე, მოიცავს მდინარის მეორე ნაწილში 170 მეტრი სიგრძისა და 8,5 მეტრი სიმაღლის რკინა-ბეტონის დამცავი კედლის მშენებლობას, გაბიონის მშენებლობას და ასფალტის დაგებას წყალდიდობით დაზიანებულ გზის მონაკვეთზე. ამასთან, ბჟუჟზე გაიწმინდა, გაფართოვდა და გაღრმავდა კალაპოტი; წყლის შესაკავებლად მოეწყო რამდენიმე დროებითი დამბა, ჩაიდო ტეტრაპოდები.

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომის მთას ცენტრალური საავტომობილო გზით გურიის 7 სოფლის (შემოქმედი, კვირიკეთი, წითელმთა, გონებისკარი, გომი, ბოხვაური, კურორტიგომისმთა) მოსახლეობა სარგებლობს. ნაპირდამცავი სამუშაოების დასრულების შემდეგ, გზაზე გადაადგილება მათთვის, ინტენსიური წვიმების დროსაც კი, უსაფრთხო იქნება.

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისა და ნაპირგამაგრების სამუშაოებზე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 6 მილიონილარი დაჯდა, 45 ადამიანია დასაქმებული.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge