სამხრეთ კაროლინაში დააკავეს პირი, რომელიც სკოლებში სროლით იმუქრებოდა
- მსოფლიო
- 16.02.2018
- 14:51
სამხრეთ კაროლინას შტატის პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც სოციალურ ქსელში სკოლებში სროლის მუქარის შემცველი პოსტი გამოაქვეყნა.
პოლიციის განცხადებით, სოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტი სათაურით „ფლორიდა რაუნდი 2“ და ნიღბიანი მამაკაცის ფოტო, რომელსაც ხელში ცეცხლსასროლი იარაღი უჭირავს.
შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს ქალაქ პარკლენდის სკოლაში სროლას 17 ადამიანი ემსხვერპლა. ტრაგედიის შემდეგ პოლიციამ დააკავა ამ სკოლის ყოფილი მოსწავლე 19 წლის ნიკოლას კრუზი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200