უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
- საზოგადოება
- 19.02.2018
- 10:54
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 თებერვალს დღის პირველ ნახევარში საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება მცირე ნალექი.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +7, +12 გრადუსის ფარგლებში იქნება. 20 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +10, +15, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +6, +11 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
თბილისში უნალექო ამინდი იქნება, შესაძლებელია ნისლი. ჰაერის ტემპერატურა მოსალოდნელია +8, +10 გრადუსის ფარგლებში.