png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ვიზალიბერალიზაციით 220 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა - მიხეილ ჯანელიძე

  • პოლიტიკა
  • 19.02.2018
  • 14:08
ვიზალიბერალიზაციით 220 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა - მიხეილ ჯანელიძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციით, 220 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ვიზიტები ძირითადად ტურისტულ მიზნებს, ბიზნეს კავშირებსა და კულტურული კავშირების გაღრმავებას, თუ სხვა მოკლევადიანი მიზნებს ემსახურებოდა. თუმცა, მისივე თქმით, არის გარკვეული რაოდენობა, რომლებმაც ითხოვეს თავშესაფარი.

,,საქართველო ევროკავშირის ბევრმა წევრმა ქვეყანამ ადამიანის უფლებების კუთხით უსაფრთხო ქვეყნად უკვე აღიარა და შესაბამისად, ეს მოთხოვნა ხშირ შემთხვევაში არალეგიტიმურია და არ კმაყოფილდება. ეს მოქალაქეებისთვის ლატარია, რისკი და საფრთხეა. ჩვენ გვინდა, კიდევ ერთხელ გავაფრთხილოთ ისინი, არ წამოეგონ ამ ცრუ ინფორმაციას და დაპირებებს შუამავლებისგან, თუ სხვა ნაცნობებისგან და კარგად გაიაზრონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მათი ვიზიტი რას ემსახურება. გარკვეულწილად ხდება თავშესაფრის მოთხოვნა და დანაშაულის ჩადენა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში”, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველოს მიზანია, რომ კიდევ უფრო გააძლიეროს თანამშრომლობა ევროპულ სტრუქტურებთან.

„ძალიან წარმატებით მიმდინარეობს თანამშრომლობა და აქაც ის მოქალაქეები, რომლებიც ჩადიან კრიმინალის მიზნით, კანონის დასარღვევად რომელიმე ქვეყანაში, აუცილებლად დაისჯებიან. ძალიან წარმატებული მაგალითებიც არის ჩვენი თანამშრომლობის პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის გერმანიასთან, სადაც წარმოიშვა ეს კითხვები. ჩვენ ცენტრალურ ხელისუფლებასთანაც გვაქვს გასული წლის შემდეგ გაფორმებული შეთანხმება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ, ასევე, ცალკეულ მიწებთანაც. გაფორმებულია ექვს მიწასთან და მოლაპარაკებები მიმდინარეობს რაინვესტფალენის მიწასთან შეთანხმების გაფორმებაზე. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს უახლოეს დღეებში ვიზიტი აქვს დაგეგმილი მოხდება შეთანხმება, როგორც ამ ხელშეკრულებასთან, ასევე სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ჯანელიძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge