png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი - რას გვირჩევენ ვარსკვლავები დღევანდელ დღეს?

  • ეს საინტერესოა
  • 19.02.2018
  • 23:45
20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი - რას გვირჩევენ ვარსკვლავები დღევანდელ დღეს?

ვერძი
ყველა აკრძალვა უკან დარჩა და სურვილების ასრულების დროა. ამჟამად ყველა საქმეში წარმატება გელით. თანდაყოლილი შრომისუნარიანობის წყალობით, მატერიალურ მდგომარეობას საგრძნობლად გაიუმჯობესებთ. ეცადეთ, საკუთარი ინიციატივით ახალი შეზღუდვები არ დაიწესოთ და დაკარგული მეგობრები დაიბრუნოთ.

კურო 
ამ დღეს სატრანსპორტო სფეროს მუშაკებს: სატვირთო მანქანების მძღოლებს, ავიატორებს, რკინიგზის თანამშრომლებს თუ მეზღვაურებს დატვირთული მუშაობა ელით. თუნდაც ყელამდე საქმეში იყოთ ჩაფლული, მომგებიან წინადადებასა და შეთანხმებებზე უარი არ თქვათ.

ტყუპები
მოსალოდნელია კონფლიქტი ახლობელ ადამიანებთან, რომლებსაც ცხოვრებაზე თქვენგან სრულიად განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ეცადეთ, ახლობლებთან ურთიერთობაში გარკვეული დისტანცია შეინარჩუნოთ და თავაზიანობის ზღვარს არ გასცდეთ.

კირჩხიბი
ჯანმრთელობის მხრივ, პრობლემები არ გელით, თუმცა ენერგეტიკის თვალსაზრისით, თქვენთვის თებერვალი წლის საუკეთესო დრო არაა. ნუ ეძებთ საკუთარ თავში დაავადებებს, რომლებიც არ გაქვთ. ეცადეთ, საღამო ოჯახთან გაატაროთ და სამსახურებრივი საკითხები კოლექტივთან ერთად გადაჭრათ. გირჩევთ, საკუთარ თავთან ჰარმონიაში იცხოვროთ.

ლომი
გამორიცხული არაა, რომ წვრილმანები, რომლებზეც თვის განმავლობაში თვალს ხუჭავდით და უმნიშვნელოდ მიგაჩნდათ, თქვენს გაღიზიანებას გამოიწვევს. მომატებული იმპულსურობა და ნევროზულობა არაპროგნოზირებადს გაგხდით. გამორიცხული არაა, რომ ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას. ცუდი დროა სერიოზული საკითხების მოსაგვარებლად.

ქალწული
ახლობლებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია „სიცივე“ და გაუცხოება. ბევრ ქალწულს გაუჭირდება დაძაბული მდგომარეობიდან გამოსვლა და მომხდარის რეალურად აღქმა. გახსოვდეთ, რომ ოჯახში ურთიერთგაგება, პირველ რიგში, თქვენზეა დამოკიდებული.

სასწორი
ამ დღეს იმპულსური, ფეთქებადი, უშიშარი და თავდაჯერებული იქნებით. შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ. მოერიდეთ ტყუილსა და ცდუნებას. ვარსკვლავები გირჩევენ, იყოთ მომთმენი.

მორიელი
თქვენი ფინანსური მდგომარეობა არცთუ ისე იდეალური იქნება - ფულადი სახსრების გადინება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოგიწევთ. შესაძლოა, სხვებისთვის სათამაშო მარტივად გახდეთ. განსაკუთრებით ერიდეთ გველის წელიწადში დაბადებულ ადამიანებთან ურთიერთობას.

მშვილდოსანი
ამ დღეს მიღებული პოზიტიური მომენტები უამრავ უსიამოვნებასა და პრობლემას აგაცილებთ თავიდან, რომლებიც დღის ან სამუშაო კვირის ბოლოს გელოდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდეთ.

თხის რქა
ვარსკვლავები გირჩევენ, უფრთხილდეთ გაციებას - შესაძლოა, ავად გახდეთ. სახლში მისვლის შემდეგ ჩათბით საწოლში, ამოიცვით წინდები და დაისვენეთ. დააკვირდით საკუთარ ორგანიზმს და საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

მერწყული
ბავშვებთან ძალიან ახლო და სანდო ურთიერთობა ჩამოგიყალიბდებათ. ნუ დააიგნორებთ ბავშვს, რომელიც კითხვით მოგმართავთ ან თამაშს გთხოვთ. ნუ შეგეშინდებათ მისთვის ყველაზე ფარული ფიქრებისა და თუნდაც შიშების გაზიარების.

თევზები
ვენერა - სიყვარულის პლანეტა სიმბოლურ, მეთორმეტე სახლში იმყოფება. შესაბამისად, თევზების ცხოვრება ოცნებებით, იმედებითა და სასიყვარულო შეხვედრებით აივსება. სამწუხაროდ, საიდუმლოების თამაში დიდ დივიდენდებს ვერ მოგიტანთ. სასურველია, ფხიზლად იყოთ: რომანტიკას, შესაძლოა, საკმაოდ ბუნდოვანი პერსპექტივა ჰქონდეს.

წყარო: funtime.ge 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge