png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ქვეყნის პრესტიჟის საქმეა, რომ პრემიერი არ იყოს ბრალდებული ასეთ მძიმე დანაშაულში - ხოშტარია მუხთარლის საქმეზე

  • პოლიტიკა
  • 21.02.2018
  • 14:21
ქვეყნის პრესტიჟის საქმეა, რომ პრემიერი არ იყოს ბრალდებული ასეთ მძიმე დანაშაულში - ხოშტარია მუხთარლის საქმეზე

პრემიერ-მინისტრი არის ჩვენი ყველას პრემიერ-მინისტრი და ქვეყნის პრესტიჟის საქმეა, რომ არ იყოს ბრალდებული ასეთ მძიმე დანაშაულში, ძალიან კონკრეტული გარემოებების მითითებით, რაც ჩვენ მოვისმინეთ მუხთარლისგან, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ აზებაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, 32 ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია მთლიანად პარლამენტს მოუწოდებს, რომ როდესაც ხელისუფლება თავის ფუნქციას არ ასრულებს, პარლამენტმა აიღოს პასუხისმგებლობა და გასცეს პასუხი თუ როგორ შეიძლება შუა ქალაქიდან გაქრეს ადამიანი და აღმოჩნდეს სხვა ქვეყანაში. ხოშტარიამ იმედი გამოთქვა, რომ მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომიტეტის შექმნას კოლეგები მხარს დაუჭერენ.

„ევროპული საქართველოს“ მიერ მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტში რამდენიმე თვის წინ არის ინიცირებული, თუმცა გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის ჩვენი პარტიული საკითხი, ეს არის საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის, საერთაშორისო პრესტიჟისთვის, ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისთვის, ეს არის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია ნებისმიერი პარლამენტარისთვის, პარლამენტის ღირსებისთვის როგორც ინსტიტუტისთვის, რადგან დღეს სწორედ პარლამენტის ჯერია, რომ აიღოს პასუხისმგებლობა, შევამციროთ ზიანი და არ დავტოვოთ საკითხი ისე, რომ საერთოდ არავინ არ იყოს პასუხისმგებელი. 

გვახსოვს, თვეების წინ, როცა დავაყენეთ ეს საკითხი, თქვენ საუბრობდით, რომ ვაცადოთ გამოძიებას. მესმის, რომ ჩვენს შორის, განსახვავებული ნდობის ხარისხია გამოძიების მიმართ - ჩვენ ნაკლებად ვენდობით, თქვენ მეტად ენდობით. ჩვენთვის თავიდანვე ნათელი იყო რაც მოხდა. როდესაც ქალაქის შუაგულიდან ქრება და უბრალოდ, საზღვრიდან მეორე ქვეყანაში აღმოჩნდება, ნათელია, რომ ეს ვერ მოხდება ხელისუფლების ჩარევის გარეშე.

გიტოვებთ უფლებას, რომ თქვენ ენდობოდეთ გამოძიებას და ნაკლები ეჭვი გქონდეთ, მაგრამ არ არსებობს არც ერთი საღი არგუმენტი, მას შემდეგ რაც 8 თვის განმავლობაში არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა, არც ერთ კითხვაზე არ გაცემულა პასუხი და კითხვები ჩნდება მეტი და მეტი. კითხვები, რომელსაც სვამს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, კითხვები, რომელსაც სვამს ევროპარლამენტი თავის რეზოლუციაში, კითხვები და კონკრეტული ბრალდებები ქვეყნის წინაშე. პრემიერ-მინისტრი არის ჩვენი ყველას პრემიერ-მინისტრი და ქვეყნის პრესტიჟის საქმეა, რომ არ იყოს ბრალდებული ასეთ მძიმე დანაშაულში, ძალიან კონკრეტული გარემოებების მითითებით, რაც ჩვენ მოვისმინეთ მუხთარლისგან", - განაცხადა ხოშტარიამ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge