primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
15 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

პროკურატურის შუამდგომლობით კიდევ ერთი პოლიტპატიმარი გამართლდა

  • სამართალი
  • 22.02.2018
  • 14:40
პროკურატურის შუამდგომლობით კიდევ ერთი პოლიტპატიმარი გამართლდა

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, 2018 წლის 21 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ბახვა სტურუას მიმართ, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს. 

საქართველოს პროკურატურამ პოლიტპატიმრის განცხადების საფუძველზე აღნიშნულ საქმეზე ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც  მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები, რის შედეგადაც დადასტურდა ბახვა სტურუას უდანაშაულობა და დადგინდა მისი პოლიტიკური დევნის ფაქტი. კერძოდ, 2011 წლის 21 მაისს, ხელისუფლების წინააღმდეგ დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად, ბახვა სტურუა მეგობართან ერთად ავტომანქანით ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც  ისინი გააჩერეს შსს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებმაც მხოლოდ იმ მოტივით, რომ ბახვა სტურუა იყო ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური მოძრაობის წევრი და მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე, დააკავეს სრულიად უკანონოდ და მისი მსჯავრდების მიზნით ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება ,,სუბოტექსი“.

2011 წლის 01 დეკემბერს, ბახვა სტურუას მიმართ, გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისთვის დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და მას მიესაჯა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მისი საპატიმროდან გათავისუფლება მხოლოდ 2013 წლის იანვარში საქართველოს პარლამენტის მიერ მისი პოლიტპატიმრად ცნობის შემდეგ მოხერხდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულიად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებები და ახლადგამოვლენილი გარემოებები და პოლიტპატიმარი ბახვა სტურუა უდანაშაულოდ ცნო“, - აცხადებენ უწყებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge