png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

შეიგნეთ და დაიმახსოვრეთ: ქალი არ არის კაცის საკუთრება! - დეკანოზი თამაზ ლომიძე

  • საზოგადოება
  • 23.02.2018
  • 13:37
შეიგნეთ და დაიმახსოვრეთ: ქალი არ არის კაცის საკუთრება! - დეკანოზი თამაზ ლომიძე

,,შეიგნეთ და დაიმახსოვრეთ: ქალი არ არის კაცის საკუთრება!'', - ასე ეხმაურება დეკანოზი თამაზ ლომიძე გუშინ, თემქაზე შეყვარებულის მიერ ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ფაქტს.

„ქალი არ არის კაცის საკუთრება. ამ მართლა ავადმყოფების, ამ ქალების მკვლელი თუ მცემელი „შეყვარებულების" მთავარი უბედურებაა მათი ავადმყოფური მესაკუთრეობის და უპირატესობის განცდა ზოგადად ქალის მიმართ. შეიგნეთ და დაიმახსოვრეთ: ქალი არ არის კაცის საკუთრება!“, - დასძენს დეკანოზი.

მისივე თქმით, არც დედა, არც შეყვარებული, არც ცოლი და არც შენი საკუთარი ქალიშვილი არაა შენი, როგორც კაცის საკუთრება.

„დედა გივლის მხოლოდ იმიტომ, რომ მან ისურვა შენი გაჩენა და მას უნდოდა, რომ ჰყვარებოდი. ცოლი შენთან ცხოვრობს არა იმიტომ, რომ შენ ხარ ასეთი კარგი, არამედ იმიტომ, რომ მან შეგიყვარა ასეთი და მან ისურვა შენთან ყოფნა. შეყვარებული გოგონა შენთან დარჩება არა იმიტომ, რომ შენ გნებავს ასე, არამედ იმიტომ, რომ მან ისურვა ჰყვარებოდი და მან გადაწყვიტა შენთან დარჩენა. საკუთარ ქალიშვილსაც ეყვარები არა იმიტომ, რომ შენ გააჩინე და გაზარდე, არამედ იმიტომ რომ, მან, როგორც პიროვნებამ, ისურვა, ჰყვარებოდი.

სანამ ასე არ აღზრდის და ამას არ ჩაუნერგავს ქართველი დედა თავის ვაჟს, მუდამ ასე ჭირვეული იდიოტივით ეგონება ზოგიერთს, რომ ქალი მისი საკუთრებაა და სასიკვდილოდაც გაიმეტებს სიყვარულზე უარის შემთხვევაში. ისე, ქალი რომ შენს ყურადღებას და სიყვარულს უარყოფს, როგორ შეიძლება ამან გაგაბრაზოს თუ მართლა კაცი ხარ?!“, - აცხადებს დეკანოზი თამაზ ლომიძე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge