არავის უთხრა WiFi-ის პაროლი - ილონ მასკმა უფასო გლობალურ ინტერნეტზე წვდომის პაროლი ,,გასცა''
- მსოფლიო
- 23.02.2018
- 18:28
კომპანია SpaceX-ის მფლობელმა ილონ მასკმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა პოსტი, რომელშიც ის თითქოს უფასო გლობალურ ინტერნეტზე წვდომის პაროლზე ლაპარაკობს.
,,არავის უთხრა WiFi-ის პაროლი - ,,მარსიანელი", - დაწერა მასკმა. ერთ დღეში, პოსტმა 5 ათასზე მეტი რეპოსტი დააგროვა და 40 ათასამდე ლაიქი.
22 თებერვალს, პროექტის რამდენჯერმე გადადების შემდეგ, SpaceX-მა, გლობალური ინტერნეტის პროექტის ფარგლებში, ორბიტაზე 2 სატესტო თანამგზავრი - Tintin A და Tintin B გაუშვა, რომლებიც დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან ინტერნეტზე წვდომას უზრუნველყოფს.
მასკის მიერ შემუშავებული თანამგზავრის კავშირს Starlink-ი ეწოდება. მასში შემავალი თითქმის 4,5 ათასი თანამგზავრი, 1,1-1,3 ათას კილომეტრ სიმაღლეზე გადაადგილდება.

ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200